დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

divider

ჩიკატაი არის წერო რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და შესაბამისად, პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. 

შევქმენით პირველი ქართული სათამაშო, რომელიც უკრავს გადასარევი ქართველი კომპოზიტორების - გია ყანჩელის, ნიკა მაჩაიძის და ნატალია ბერიძის მელოდიებს. 

ბრენდის ფილოსოფია 

ჩვენი ყველა სათამაშო ცხოველი, ფრინველი ან წყლის ბინადარია. ეს სულაც არ არის შემთხვევითი - ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს - სწორად ეს არის ჩიკატაის მამოძრავებელი ძალა.  

ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტები

ჩიკატაი 2017 წლიდან  არის ქართულ ბაზარზე. მთელი ამ დროის მანძილზე მუდმივად ვმუშაობდით პროდუქტის გაუმჯობესებაზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ჩვენ ვართ მდგრადი საწარმო, რომელიც უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქტს ქმნის საქართველოში და იცავს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით. 

ჩვენი ქსოვილის დიზაინი იქმნება სპეციალურად ჩვენი ბრენდისთვის და რაც მთავარია, მას გააჩნია GOTs-ის  სერტიფიკატი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სტანდარტია ტექსტილის სფეროში. შიგთავსისთვის ვიყენებთ გადამუშავებულ ხელოვნურ ბამბას, რომელიც ანტი-ალერგიულია და გააჩნია OEKO-Tex Standard 100 სერტიფიკატი. 

მუსიკალური მექანიზმი, რაც სათამაშოს შიგნით არის მოთავსებული,  უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისად, ირეცხება ყოველგვარი დაზიანების გარეშე. 

 

მდგრადი წარმოება

მიუხედავად იმისა, რომ ნულოვანი ნარჩენებით წარმოება ტექსტილის სფეროში პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და   ვიპოვეთ გამოსავალი რამდენიმე მიმართულებით: პირველ რიგში, მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენივე ნარჩენებს და ვაკეთებთ "Upsycling"-ს - ვქმნით ახალ პროდუქტებს სათამაშოების შეკერვის პროცესში, დაჭრის დროს მორჩენიიო ქსოვილებისგან. ასევე, წინა-სამომხმარებლო  საწარმოო ნარჩენებს ს 2020 წლიდან ვაგზავნით ჩვენს პარტნიორ ტექსტილის გადამამუშავებელ საწარმოში, სადაც გადამუშავება და ხელახალი დანიშნულებით გამოყენება ხდება.  ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას მინიმუმამდე დავიყვანოთ საწარმოო ნარჩენები და არ დავაბინძუროთ გარემო. 

პროდუქციის შესაფუთად ვიყენებთ ნაჭრის ჩანთებს, რაც გათვლილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის მომავალში.

2020 წელს ჩიკატაი მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივის -  გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახრა. ამავე წელს ჩვენი მდგრადი საწარმო გახდა TBC ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობისთვის. 2023 წლიდან კი უკვე WEPs-ის ხელმომწერია. 

კონტაქტი ჩვენს შესახებ